ლომისმთა — მთა საქართველოში, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ქვაბისხევისა (მტკვრის მარცხენა შენაკადი) და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე 2187 მ. აგებულია ეოცენური ფლიშით და ზედაცარცული კარბონიტული წყებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, თხემი — სუბალპური ბალახეულობით.
ლომისმთის ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყეები, ლომისმთის მწვერვალი, ალპური მდელო და წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში. ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.