tetnuldi1
tetnuldi2
tetnuldi3

თეთნულდის შესახებ

მარშრუტი იწყება თეთნულდის სათხილამურო კურორტის გზიდან და მთავრდება უშგულში. გზად გაივლის სოფელ ადიშს, ადიშის ხეობას, ხალდეჭალას ხეობას, მყინვარ ხალდეს, ჩხუნდერის უღელტეხილს და მდინარე ენგურთან ერთად ეშვება უშგულში.

ბილიკი მიუყვება თეთნულდის ჩრდილოეთ ფერდობს, რომელიც მდინარ ადიშის წყალის ხეობის მარჯვენა ფერდობს წარმოადგენ. ბილიკით ჯერ ფერდობს მიუყვებით, ხოლო შემდგომ დაბლა ეშვებით და ჩახვალთ სოფელ ადიშში.

ბილიკი მიუყვება ადიშის წყალის ხეობას. მყინვართან ახლოს კვეთს ადიშის წყალს, ადის ადიშისწყალისა და ხალდეჭალის გამყოფ ხედზე და ჩხუნდერის უღელტეხილის გავლით ეშვება ხალდეჭალაში. ხეობაში ჩასვლის შემდგომ ბილიკას მაღლა მიუყვება და მიდიხართ საბანაკე ადგილამდე სადაც მოგიწევთ ღამისთევა.

შეგიძლიათ მოინახულოთ მყინვარი ხალდე. საბანაკედან ბილიკი აღმოსავლეთით მიემართება და ადის ხალდეჭალისა და ენგურის გამყოფ ქედზე, საიდანაც ვეშვებით ჯერ ენგურის ხეობაში, ხოლო შემდგომ უშგულში.