ushba1
ushba2
ushba3

უშბის ჩანჩქერი და მყინვარის შესახებ

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე მის თავზე, მის თავზე ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ უშბის მყინვარი, ასევე ულამაზესი ხედი სვანეთზე. ჩანჩქერის ძირში მისასვლელად ფეხით სავალი მანძილი არის დაახლოებით 3კმ (ერთი მიმართულებით), ხოლო თუ ჩანჩქერის თავზე გინდათ მოექცეთ დამატებით 3კმ გავლა მოგიწევთ. ბოლო მონაკვეთი საშუალო სირთულის ბილიკის მიუყვება და ასევე მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ, მაგრამ ნანახით კმაყოფილები დარჩებით.